მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, ფინალი, ჰოლანდია – ესპანეთი. 61-ე წუთზე არიენ რობენი იკერ კასილიასთან პირისპირ გადის, რეალური საგოლე მომენტია, მაგრამ “ფურია როხას” მეკარემ ფეხით ჩინებულ სტილში კუთურზე მოიგერია ბურთი.
ლა ლიგაში გადასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალი, “სარაგოსა” – “ნუმანსია”, 2018 წელი. 56-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილი მეკარესთან პირისპირ გადის, თუმცა აიტორმა ფეხით მოახერხა ბურთის კუთხურზე მოგერიება. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში ანგარიში 0:0 იყო და ორივე ჯერზე გამოუყენებელი მომენტები ძვირად დაფასდა, რადგან ჰოლანდია და “სარაგოსა” დამარცხდნენ.
არ ვიცი, ამ მომენტების შედარება ერთმანეთთან რამდენად მართებულია, მაგრამ ფაქტია, ავტორიტეტულ გამოცემა Marca-ს სწორედ ეს გაახსენდა და შეხვედრის მიმოხილვაში ნახსენებია:
“აიტორმა იგივე გააკეთა, რაც კასილიასმა რობენის დარტყმის შემდეგ მუნდიალის ფინალში. პაპუს ბურთი ფეხით აუღო, როდესაც “ლა რომარედა” უკვე მღეროდა”, - წერს მადრიდული გამოცემა.
შეგახსენებთ, “სარაგოსა” “ნუმანსიასთან” შინ 1:2, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ლა ლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა.