ფეხბურთი

16:36 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩმა "ჩელსი" 2 მილიარდად არ გაყიდა

ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა გუნდის გასხვისებასთან დაკავშირებით წინადადება უარყო.

Marca-ზე დაყრდნობით ბრიტანული მედია წერს, რომ “ჩელსის” შეძენა ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანს, ჯიმ რეტკლიფს სურს, რომელიც 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგს სთავაზობს აბრამოვიჩს, თუმცა, რომანმა წინადადება არ მიიღო.

რეტკლიფის ქონება 21 მილიარდ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული და მსოფლიოში უმსხვილეს ქიმიურ კომპანია Ineos-ის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ 65 წლის ბიზნესმენის საყვარელი გუნდი “მანჩესტერ იუნატედია”, მაგრამ “სტეფორდ ბრიჯზე” სეზონის აბონიმენტსაც ფლობს.

რომან აბრამოვიჩმა კი, “ჩელსი” 2003 წელს 140 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

0.128231