მადრიდის “რეალის” მცველ დანი კარვახალს შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის დასაწყისი გაუცდეს. როგორც “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგიმ განაცხადა, კარვახალი მუნდიალზე ითამაშებს, მაგრამ საწყისი თამაშები შეიძლება გამოტოვოს.
“ არ ვიცი ითამაშებს თუ არა, პირველ-ორ შეხვედრაში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. რისკზე არ უნდა წავიდეთ, რომ ტრავმა არ გაუარესდეს”, - განაცხადა ლოპეტეგიმ Goal.com-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კარვახალმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო, თუმცა ესპანეთის ნაკრების განაცხადში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კარვახალმა ლიგის ფინალში ტრავმა 2016 წელსაც მიიღო და მაშინ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.