მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. კონკრეტულად კი, 5 დღე. გთავაზობთ ყველა მონაწილე ნაკრების საშუალო ასაკს.
როგორც აღმოჩნდა, მუნდიალზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ნიგერია იქნება, ხოლო მას მცირედით ჩამორჩნენ ინგლისი და საფრანგეთი.
თავის მხრივ, ყველაზე ასაკოვან ნაკრებებში ჩრდილოეთ ამერიკელები დომინირებენ: კოსტა რიკა, პანამა და მექსიკა.
კოსტა რიკა – საშუალო ასაკი 29.6 წელი
პანამა – 29.6 წელი
მექსიკა – 29.4 წელი
არგენტინა – 29.3 წელი
ეგვიპტე – 29 წელი
რუსეთი – 28.8 წელი
საუდის არაბეთი – 28.7 წელი
ბრაზილია – 28.6 წელი
იაპონია – 28.6 წელი
ისლანდია – 28.6 წელი
ესპანეთი – 28.5 წელი
პორტუგალია – 28.4 წელი
პოლონეთი – 28.3 წელი
შვედეთი – 28.2 წელი
კოლუმბია – 28.1 წელი
ურუგვაი – 28.1 წელი
ავსტრალია – 28.1 წელი
სამხრეთ კორეა – 27.8 წელი
ბელგია – 27.6 წელი
ხორვატია – 27.6 წელი
პერუ – 27.4 წელი
ირანი – 27.2 წელი
შვეიცარია – 27.2 წელი
მაროკო – 27.2 წელი
სენეგალი – 27.2 წელი
დანია – 27.1 წელი
გერმანია – 27.1 წელი
სერბეთი – 26.8 წელი
ტუნისი – 26.5 წელი
საფრანგეთი – 26 წელი
ინგლისი – 26 წელი
ნიგერია – 25.9 წელი
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისს, რუსეთისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნება.