“კლივლენდ კავალიერსის” ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს სუპერფინალში ტრავმირებულს უთამაშია. როგორც თავად ამერიკელმა კალათბურთელმა განაცხადა, სერიის სამი თამაში გატეხილი ხელით ჩაატარა.
“ემოციებს ავყევი, რეალურად კი ბოლო სამი თამაში გაბზარული ხელით ჩავატარე”, - ციტირებს ჯეიმსის სიტყვებს ESPN-ი.
როგორც ირკვევა, ლებრონს ტრავმა მარჯვენა ხელზე აღენიშნება, თუმცა დაზიანების სიმძიმე ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდი” ფინალურ სერიაში 0:4 დამარცხდა “გოლდენ სტეიტთან”.