კალათბურთი

12:09 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის MVP - კევინ დურანტი (+VIDEO)

NBA-ს 2017-2018 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) “გოლდენ სტეიტის” ლიდერი კევინ დურანტი გახდა. “დურანტულა” აწ დასრულებულ ფინალში მართლაც დიდებულად თამაშობდა და ფინალის საშუალო სტატისტიკა ასეთი ჰქონდა:

28.8 ქულა. 10.8 მოხსნა და 7.5 პასი. კევინმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე სერიის მესამე შეხვედრა ჩაატარა, როდესაც “უორიორზს” 43 ქულითა და 13 მოხსნით შეეწია. 29 წლის კალათბურთელს, 11 ჟურნალისტიდან შვიდმა დაუჭირა მხარი, ხოლო სტეფ კარს 4 ხმა ერგო.

აღსანიშნავია, რომ კარიმ მესამედ მოიგო საჩემპიონო ბეჭედი და ამაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ფინალის MVP-ის ტიტულს დღემდე ვერ შესწვდა. თავის მხრივ, კევინ დურანტმა ზედიზედ მეორედ მიიღო ეს წოდება და ისტორიაში მეექვსე კალათბურთელია, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო. მანამდე იგივეს გაკეთება მაიკლ ჯორდანმა, შაკილ ო’ნილმა, ლებრონ ჯეიმსმა, კობი ბრაიანტმა და ჰაკიმ ოლაჯიუვონმა შეძლეს.

გარდა ამისა, დურანტი გახდა მე-11 კალათბურთელი, რომელსაც მინიმუმ ორჯერ მოუგია ფინალის MVP. აღნიშნული ჯილდო 6-ჯერ მოიგო მაიკლ ჯორდანმა სამ-სამჯერ მეჯიკ ჯონსონმა, შაკილ ო’ნილმა, ტიმ დანკანმა და ლებრონ ჯეიმსმა, ხოლო ორ-ორჯერ კობი ბრაიანტმა, ლარი ბერდიმ, ჰაკიმ ოლაჯიუვონმა, ვილის რიდმა და კარიმ აბდულ-ჯაბარმა.

“ყოველდღიურად ამ ბიჭებთან მუშაობა ეს საოცარია! წარმოუდგენელი გარემოა და დიდებულია, როდესაც შენს გარშემო ასეთი ადამიანები არიან. ისინი გეხმარებიან, რომ გახდე უკეთესი კალათბურთელი და უკეთესი ადამიანი”, - თქვა დურანტმა.

შეგახსენებთ, “გოლდენ სტეიტ უორიორზმა” ფინალურ სერიაში “კლივლენდ კავალიერსი” 4:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ (ჯამში მეექვსედ) გახდა ჩემპიონი.

0.136595