ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და უკვე "მონაკოს" საკუთრებაში მყოფი ტერენსი კონგოლო "ჰადერსფილდის" სრულფასოვანი წევრი გახდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ჰადერსფილდის" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო მიიღო "მონაკომ".
კონგოლო "ფეიენოორდის" აკადემიის აღზრდილია. 2017 წელს "მონაკომ" უკანახაზელი 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა ნახევარი სეზონის შემდეგ იჯარის წესით ინგლისურ გუნდში გაუშვა. ტენერსი "ჰადერსფილდის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და პრემიერლიგაში 13 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.