ფეხბურთი

21:20 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პერინი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

იტალიის ეროვნული ნაკრების და უკვე "ჯენოას" ყოფილი მეკარე მატია პერინი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა. როგორც იტალიური კლუბი ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 25 წლის მოთამაშემ ტურინელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუვენტუსი" გენუურ კლუბს სამი წლის განმავლობაში 12 მილიონ ევროს ეტაპობრივად გადაუხდის და პერინის კარგი თამაშის შემთხვევაში "ჯენოა" ბონუსად 3 მილიონს მიიღებს.

მატია "ჯენოას" ახალგაზრდულ გუნდში 2008 წელს მოხვდა და პირველ გუნდში ორი წლის შემდეგ დააწინაურეს. მას შემდეგ პერინმა 151 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 184 გოლი და 46 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოასწრო.

0.139933