ფეხბურთი

19:44 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაშპარი პორტუგალიაში დაბრუნდა

"ფიორენტინას" აწ უკვე ყოფილი მცველი ბრუნუ გაშპარი კარიერას ლისაბონის "სპორტინგში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 25 წლის ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მცველის გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონი ევრო იქნება.

პორტუგალიელი მოთამაშე ლისაბონის "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია. ბრუნუ 2017 წელს "ფიორენტინაში" "გიმარაეშიდან" გადავიდა და გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციით "სპორტინგმა" ფეხბურთელი 4.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

0.12168