ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ლესტერ სიტიმ” ჯონი ევანსი გაიფორმა. “ვესტ ბრომვიჩის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი “მელიებმა” 3.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ ევანსის ყიდვა “მანჩესტერ სიტის” სურდა, თუმცა “ალბიონელებმა 30 მილიონი მოითხოვეს და გარიგება არ შედგა. საბოლოოდ, “ვესტ ბრომვიჩს” კაპიტნის გასხვისება 8-ჯერ ნაკლებ ფასში მოუწია.
30 წლის ევანსი 2006-2015 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, ორი სეზონი იჯარით “სანდერლენდშიც” იმყოფებოდა, ხოლო “ვესტ ბრომვიჩში” 2015 წლიდან გამოდიოდა.