მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო ნეიმარის “სამეფო კლუბში” მისვლას მიესალმება. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, “რეალის” მეპატრონე რონალდუ არაა და რასაც პრეზიდენტი მოისურვებს, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“კრიშტიანუ არაა “რეალის” მფლობელი და პრეზიდენტი ვინმეს ყიდვას მოინდომებს, ასეც იქნება. რადგან გუნდში რონალდუა, ნეიმარის ტრანსფერი არ შედგება, ეს არაა სიმართლე. ყველას გვსურს, რომ ბრაზილიელი ჩვენთან მოვიდეს და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ასეც იქნება, მისთვის "რეალის" კარი ღიაა. კრიშტიანუ დღეს საუკეთსოა, მაგრამ ნეიმარი აუცილებლად მიაღწევს მის დონეს”, - განაცხადა მარსელომ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რონალდუს “რეალიდან” შესაძლო წასვლაზე საუბარი არ წყდება. “სამეფო კლუბი” კი მის შემცვლელად სწორედ ნეიმარს განიხიხლავს.