ფეხბურთი

2:28 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კაჭარავა კვიპროსში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კვიპროსში დაბრუნდა და ამიერიდან "ანორთოსისის" ღირსებას დაიცავს. როგორც ფამაგუსტელთა ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2 ივლისიდან შევა.

კაჭარავასთვის კვიპროსი უცხო ქვეყანა არაა. ნიკა 2016-2017 წლების სეზონში ეთნიკისოს "ახნასში" გამოდიოდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა - 27 თამაში, 16 გოლი.

24 წლის ქართველმა ფორვარდმა გასული სეზონი პოლონეთის ექსტრაკლასაში, კერძოდ, "კორონას" რიგებში გაატარა, რომელსაც ყველა ტურნირის ჩათვლით 29 შეხვერით, 9 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია.

რაც შეეხება "ანორთოსისს", გასული სეზონი 69 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

0.121828