ფიფამ ივნისის თვის განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასეულში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ წინა თვესთან შედარებით ერთი საფეხურით დაქვეითდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდის მონაგარი 352 სარეიტინგო ქულაა და ეს მხოლოდ 96-ე ადგილისთვისაა საკმარისი.
...93. ისრაელი – 362 ქულა
94. ესტონეთი – 359
95. უზბეკეთი – 354
96. საქართველო – 352
97. ინდოეთი – 350
98. ყატარი – 348
99. პალესტინა – 347
100. სომხეთი – 338
ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ასეულს მიღმა არიან. ყაზახეთის ნაკრები 273 ქულით 117-ე პოზიციას ამაგრებს:
...117. ყაზახეთი – 273
129. ლატვია – 230
130. ანდორა - 229
რაც შეეხება პირველ ათეულს – აქ ერთადერთი ცვლილება მოხდა, ესპანთი ორი საფეხურთი დაქვეითდა, ხოლო პოლონეთმა ასევე ორი ადგილით განიცადა პროგრესი.
ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:
1. გერმანია – 1558 ქულა
2. ბრაზილია – 1431
3. ბელგია – 1298
4. პორტუგალია – 1274
5. არგენტინა – 1241
6. შვეიცარია – 1199
7. საფრანგეთი – 1198
8. პოლონეთი – 1183
9. ჩილე – 1135
10. ესპანეთი – 1126
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი თამაში ჩაატარა. მალტა 1:0 დაამარცხა, ხოლო ლუქსემბურგთან ასეთივე ანგარიშით დამარცხდა.