ესპანეთში მსაჯობა კრიტიკას რომ ვერ უძლებს, არახალი ამბავია. თუმცა, ამჯერად გიორგი პაპუნაშვილი დაიჩაგრა. მოგეხსენებათ, “სარაგოსა” ლა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალშია, სადაც “ნუმანსიას” სტუმრად დაუზავდა (1:1).
პაპუნაშვილი ტაიმის ბოლოს მეტოქის საჯარიმოში დაეცა, როგორც გამოჩნდა თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გოროსტეგი ფერნანდესმა ყველაფერი სხვაგვარად განსაჯა – გიორგი სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა...
“აშკარა პენალტი – პირველი ტაიმის ბოლოს იყო მკაფიო ეპიზოდი, როდესაც კრლოს გუტიერესმა პაპუნაშვილი წააქცია, თუმც მსაჯი შეცდა, თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და პაპუ გააფრთხილა სიმულაციისთვის”, - წერს Marca.
აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 9 ივნისს, სარაგოსაში შედგება.