კალათბურთი

2:14 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონა" ისევ დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა

ესპანეთის ლიგა ენდესას პლეი-ოფის ფინალში ძალიან ახლოსაა თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონია”, რომელმაც ნახევარფინალში “ბარსელონა” მეორე თამაშიც მოუგო და სერიას დამაჯერებლად იგებს – 2:0. შესაბამისად, ბასკებს ერთი თამაშის მოგებაც ეყოფათ, რომ ფინალში გავიდნენ.

პირველი მატჩსისგან განსხვავებით, ამჯერად “ბასკონიას” საქმეები ადვილად არ წასვლია და მძიმე ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. მეტიც, პირველი ტაიმის შემდეგ კატალონელები 10 ქულით იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მესამე პერიოდშივე მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და დაწინაურებაც. საბოლოოდ, “ბასკონიამ” გამარჯვება მოახერხა – 85:79.

რაღა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნულ გამარჯვებაში თორნიკე შენგელიამ. ბასკთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 25:07 წუთი მაინც გაატარა. ხსენებულ დროში თოკომ 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა.

შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, 12 შეადგინა.

სერიის მესამე მატჩი 8 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.

0.117422