მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 8 დღე რჩება. მუნდიალზე 736 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას და აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ კლუბებს წარმოადგენენ.
ევროპის კლუბების ასოციაციის ცნობით, 544 ფეხბურთელი (74%) ევროპულ გუნდებში ირიცხებიან. მათგან ყველაზე მეტი, 16 მოთამაშე “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, მეორე ადგილზეა “რეალი” (15) და მესამე პოზიციაზე “ბარსელონაა” (14).
მონაწილე 32 ნაკრებიდან ინგლისი ერთადერთია, რომლის 23-ვე ფეხბურთელი შოდა ჩემპიონატში (პრიერლიგა) თამაშობს, ხოლო შვედეთი საპირისპიროდ – ერთადერთია, რომლის შემადგენლობა მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.