“როლან გაროსის” ნახევარფინალში ერთმანეთს ამერიკელები სლოან სტივენსი და მედისონ ქისი დაუპირისპირდებიან.
1/4-ფინლში მედისონ ქისმა იულია პუტინცევა 7:6, 6:4 დაამარცხა. პირველ სეტში პუტინცევა 5:3-ს იგებდა, თუმცა მედისონმა უკუბრეიკი შეასრულა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, რომელიც 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში კი 3:3-ზე ქისმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
თანამემამულესთან შედარებით სლოან სტივენსმა შედარებით იოლი გამარჯვება იზეიმა, რომელმაც დარია კასატკინა 6:3, 6:1 დაამარცხა. კასატკინამ მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ურთიერთშეხვედრებში სლოანი მედისონს 2:0-ს უგებს. მატჩი 7 მაისს გაიმართება.