რამდენიმე კვირის წინ ალექსანდრ ზვერევმა დომინიკ ტიმს მადრიდის მასტერსზე მოუგო. დღეს კი ავსტრიელმა რევანში აიღო და გერმანელი “როლან გაროსის” 1/4-ფინალში იოლად 6:4, 6:2, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 52 წუთს გაგრძელდა. ზვერევს არც ერთ სეტში არანაირი შანსი არ ჰქონია. ტიმმა 12-დან ექვსი ბრეიკი შეასრულა, ზვერევს კი სულ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქოდნა, თუმცა ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ურთიერთშეხვედრებში ტიმი ზვერევს 5:2-ს უგებს.
ტიმი ნახევარფინალში ჯოკოვიჩი-ჩეკინატოს გამარჯვებულს შეხვდება.