ფეხბურთი

15:42 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი "ოლდ ტრაფორდზე"

ბრაზილიის ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველი ფრედი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურებულა, მაგრამ ბრიტანული მედია დარწმუნებულია ხსენებული ცნობის სისწორეში. ფრედმა უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმებაც.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო კი, ხელშეკრულების პირობებსაც აქვეყნებს: ფრედი “წითელ ეშმაკებთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

თავის მხრივ, “შახტარს” გარიგების სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო ერგება. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც უკრაინაში 2013 წლიდან თამაშობდა, ამჟამად ბრაზილიის ნაკრებშია და მუნდიალისთვის ემზადება.

0.581737