ფეხბურთი

14:21 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის თამაშგარეში

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნეს განაცხადები და შესაბამისად, ცნობილია თუ რომელ ფეხბურთელებს მოუწიათ მუნდიალს მიღმა დარჩენა.

მართლაც იყო რამდენიმე მოულოდნელობა: მაგალითად, ადრიენ რაბიოს, მაურო იკარდისა და ლეროი სანეს თამაშგარეში დატოვება.

გთავაზობთ სიმბოლურ ნაკრებს იმ ფეხბურთელებისგან შემდგარს, რომლებიც მუნდიალზე არ ითამაშებს. განმარტების სახით გეტყვით, რომ აქ საუბარი არაა იმ კატეგორიაზე, რომლებიც ტრავმის გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას პლატენის პირველობაზე ან უბრალოდ მათი ქვეყნის ნაკრებმა კვალიფიცირება ვერ შეძლო.

სიმბოლური შედგება ისეთი კატეგორიის მოთამაშეებისგან, რომლებიც უბრალოდ მწვრთნელებმა დატოვეს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა:

მეკარე: ბერნდ ლენო (გერმანია)

მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია), დავიდ ლუისი (ბრაზილია), აიმერიკ ლაპორტე (საფრანგეთი), ალექს სანდრო (ბრაზილია)

ნახევარმცველები: ჩესკ ფაბგეგასი (ესპანეთი), ადრიენ რაბიო (საფრანგეთი), რაჯა ნაინგოლანი (ბელგია)

თავდამსხმელები: ლეროი სანე (გერმანია), მაურო იკარდი (არგენტინა), ალვარო მორატა (ესპანეთი)

0.13099