ფეხბურთი

23:00 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე გვარდიოლას რასიზმში ადანაშაულებს

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი იაია ტურე პეპ გვარდიოლას რასიზმში ადანაშაულებს. კოტ დივუარელმა ნახევარმცველმა France Football-გვარდიოლასთან ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ აფრიკელები არ მოსწონს.

“გვარდიოლას აფრიკელები არ მოსწონს. მე მივედი მასთან და ვკითხე ყველაფერი ჩემი კანის ფერის გამო ხომ არ ხდებოდა. არ ვყოფილვარ პირველი აფრიკელი, რომელსაც ეს კითხვა გაუჩნდა. მაგალითად, ჯერ კიდევ “ბარსელონაში” თამაშისას იგივე სხვა ფეხბურთელებმაც კითხეს. არსებობს სამი სიმართლე: ჩემი, მისი და ნამდვილი ჭეშმარიტება.

მაგალითად ავიღოთ ვილფრიდ ბონი – ის გვარდიოლამ “სიტიდან” ძალიან ცუდად მოიშორა. საერთოდაც, იმ დღიდან, როცა გუნდში მოვიდა.

მე ვიცე-კაპიტანი ვიყავი, როდესაც გასახდელში ყველას თანდასწრებით მეუბნება: ვერ ვხედავ, რომ მოტივირებული ხარ. თუ დარჩენა არ გინდა, გუნდის ხელმძღვანელობას დაელაპარაკე სიტუაციის შესახებ.

მას ჩემდამი პატივისცემის ნაკლებობა ყოველთვის ჰქონდა ყველაფერი გააკეთა, რომ “სიტიში” ჩემი ბოლო სეზონი ჩაემწარებინა”, - თქვა ტურემ.

შეგახსენებთ, იაია ტურე გვარდიოლას თავკაცობით 2009-2010 წლებში “ბარსელონაში”, ხოლო 2016-2018 წლებში “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში თამაშობდა.

0.145304