ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელა ნუსხა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ დალიჩმა 14 მაისს გუნდში 32 ფეხბურთელს უხმო, 21 მაისს უკვე 24-მდე შეამცირა სია, ხოლო დღეს საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა.
ამჯერად თამაშგარეში ბელგიური "ბრიუგეს" მცველი მატეი მიტროვიჩი დარჩა. ხორვატიის ნაკრები რუსეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება.
მეკარეები: დანიელ შუბაშიჩი (“მონაკო”), ლოვრე კალინიჩი (“გენტი”), დომინიკ ლივაკოვიჩი (“დინამო”)
მცველები: ვედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), დომაგოი ვიდა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ივან სტრინიჩი (“სამპდორია”, იტალია), დეიან ლოვრენი (“ლივერპული”, ინგლისი), შიმე ვრსალიკო (“ატლეტიკო”, ესპანეთი), იოსიპ პივარიჩი (“დინამო”, უკრაინა), ტინ იედვაი (“ლევერკუზენი”, გერმანია), დუე ჩალეტა-ცერი (“ზალცბურგი”, ავსტრია)
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (“რეალი”, ესპანეთი), მილან ბადელი (“ფიორენტინა”, იტალია), მარსელო ბროჟოვიჩი (“ინტერი”, იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (“რიეკა”)
თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”, იტალია), ივან პერიშიჩი (“ინტერი”, იტალია), ნიკოლა კალინიჩი (“მილანი”, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), მარკო პიაცა (“შალკე”, გერმანია), ანტე რებიჩი (“აინტრახტი”, გერმანია)
32-კაციან სიაში იყვნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ: მეკარე - კარლო ლეტიცა, მცველები - ბორნა ბარიშიჩი, ბორნა სოსა, ზორან ნიჟიჩი, ნახევარმცველები - მარკო როგი, მარიო პაშალიჩი, თავდამსხმელები - დუჟე კოპი და ივან სანტინი.
ხორვატიის ეორვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფში არგენტინის, ისლანდიისა და ნიგერიის ნაკრებებს გაეჯიბრება.