ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის 1/8-ფინალში ფერნანდო ვერდასკო 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და კარიერაში გრუნტის საფარზე მე-200 გამარჯვება იზეიმა.
ნოვაკი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც “როლან გაროსის” მეოთხედფინალში მეთორმეტედ გავიდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. მსგავსი შედეგის გამეორება დღეს რაფაელ ნადალს შეეძლება, რომელიც მაქსიმილიანე მარტერერის დამარცხების შემთხვევაში “როლან გაროსის” მეოთხედფინალში კარიერაში მეთორმეტედ გავა.