ფეხბურთი

14:16 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია: ლიოვის 2 მოულოდნელობა

გერმანიის ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. იოაჰიმ ლიოვის 23 რჩეულს შორის მოხვდა მანუელ ნოიერი, რომელმაც ტრავმა სრულად მოირჩინა და როგორც ჩანს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მის თამაშს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ბუნდესნაკრების" განაცხადი ასეთია:

მეკარეები: 1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი), 22. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), 12. კევინ ტრაპი (პსჟ, საფრანგეთი)

მცველები: 17. ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), 4. მატიას გინტერი (გლადბახი), 3. იონას ჰექტორი (კიოლნი), 5. მატს ჰუმელსი (ბაიერნი), 18. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), 2. მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), 16. ანტონიო რუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), 15. ნიკლას ზულე (ბაიერნი)

ნახევარმცველები: 14. ლეონ გორეცკა (შალკე), 8. ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), 6. სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), 10. მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), 21. ილქაი გუნდოგანი (სიტი, ინგლისი), 7. იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), 19. სებასტიან რუდი (ბაიერნი)

თავდამსხმელები: 20. იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), 9. ტიმო ვერნერი (ლაიფციგი), 13. ტომას მიულერი (ბაიერნი), 23. მარიო გომესი (შტუტგარტი), 11. მარკო როისი (დორტმუნდი)

თავდაპირველ გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩნენ: მეკარე - ბერნდ ლენო, მცველი - ჯონათან ტაჰი, თავდამსხმელები - ლეროი სანე და ნილს პეტერსენი. ხსენებულ ფეხბურთელთაგან განაცხადს მიღმა დარჩენა ბერნდ ლენოსა და ლეროი სანეს შემთხვევაში საკმაოდ მოულოდნელიც გახლდათ.

გერმანიის ნაკრების ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას მექსიკასთან (17 ივნისი), შვედეთთან (23 ივნისი) და სამხრეთ კორეასთან (27 ივნისი) მატჩებით დაიწყებს.

0.109146