დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. სკანდინავიელთა თავკაცს აქამდე 35 ფეხბურთელი ჰყავდა შეგულებული, თუმცა მათგან 12 სამშობლოში დატოვა.
მათ შორისაა დანიის ნაკრების სტაჟიანი წევრი, ნიკლად ბენტნერი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ. სხვა მხრივ, დანიის ნაკრების განაცხადი შემდეგნაირია:
მეკარეები: ფრედრიკ რონოუ (ბრონდბიუ), იონას ლიოსლი (ჰადერსფილდი, ინგლისი), კასპერ შმეიხელი (ლესტერი, ინგლისი)
მცველები: ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი, ინგლისი), ჰენრიკ დალსგაარდი (ბრენტფორდი, ინგლისი), იანიკ ვესტერგაარდი (გლადბახი, გერმანია), იენს ლარსენი (უდინეზე, იტალია), იონას კნუდსენი (იფსვიჩი, ინგლისი), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი, ინგლისი), სიმონ კიაერი (სევილია, ესპანეთი)
ნახევარმცველები: კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი, ინგლისი), ლასე შონე (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკას ლერაგერი (ბორდო, საფრანგეთი), მიკაელ კრონ-დელი (დეპორტივო, ესპანეთი), ტომას დელანი (ვერდერი, გერმანია), უილიამ კვისტი (კოპენჰაგენი)
თავდამსხმელები: ანდრეას კორნელიუსი (ატალანტა, იტალია), კასპერ დოლბერგი (აიაქსი, ჰოლანდია), მარტინ ბრაიტუიატი (ბორდო, საფრანგეთი), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), პიონე სისტო (სელტა, ესპანეთი), ვიქტორ ფიშერი (კოპენჰაგენი), იუსუფ პოულსენი (ლაიფციგი)
დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეჯგუფში საფრანგეთს, პერუსა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.