ნიგერიის მთავარმა მწვრთნელმა გერნოტ რორმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია "სუპერ არწივების" პრესსამსახურმა გაავრცელა.
ნიგერია მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის, ხორვატიის და ისლანდიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
მეკარეები: იკეჩუკვუ ეზენვა ("ენიმბა"), ფრანსიზ უზოჰო ("დეპორტივო"), დანიელ აკპეიი ("ჩიპა იუნაიტედი");
მცველები: აბდულაჰი შეჰუ ("ბურსასფორი"), ტირონი ებიუეჰი ("დენ ჰააგი"), ელდერსონ ეჩიჯილე ("სერკლი"), ბრაიან იდოვუ ("ამკარი"), ჩიდოზი ავაზემი ("ნანტი"), უილიამ ეკონგი ("ბურსასფორი"), ლეონ ბალოგუნი ("მაინცი"), კენეტი ომერუი ("კასიმფაშა");
ნახევარმცველები: ჯონ ობი მიკელი ("ტიანცზინი ტედა"), ოგენი ონაზი ("ტრაბზონსფორი"), ვილფრედ ნდიდი ("ლესტერი"), ოგენეკარო ეტებო ("ლას პალმასი"), ჯონ ოგუ ("ჰაპოელი"), ჯოელ ობი ("ტორინო");
თავდამსხმელები: აჰმედ მუსა, კელეჩი იჰეანაჩო (ორივე "ლესტერი"), ოდიონ იგალო ("ჩანჩუნ იატაი"), ალექს ივობი ("არსენალი"), ვიქტორ მოზესი ("ჩელსი"), სიმეონ ნვანკვო ("კროტონე");