სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მლადენ კრსტაიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა საბოლოოდ გაავრცელა, რომელიც ასეთია:
მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (პარტიზანი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი, ისრაელი), მარკო დიმიტროვიჩი (ეიბარი, ესპანეთი)
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი, რუსეთი), ალექსანდრ კოლაროვი (რომა, იტალია), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), დუშკო ტოშიჩი (გუანჯოუ, ჩინეთი), უროს სპაჰიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მილოშ ველიკოვიჩი (ვერდერი, გერმანია), ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა, იტალია), მილან როდიჩი (ცრვენა ზვეზდა)
ნახევარმცველები: დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნემანია მატიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ადემ ლიაიჩი (ტორინო, იტალია), ლუკა მილივოევიჩი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ანდრია ჟივკოვიჩი (ბენფიკა, პორტუგალია), მარკო გრუიჩი (კარდიფ სიტი, უელსი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო, იტალია), ნემანია რადონიჩი (ცრვენა ზვეზდა)
თავდამსხმელები: ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულემი, ინგლისი), ალექსანდრ პრიოვიჩი (პაოკ, საბერძნეთი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი, გერმანია)
გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა მუნდიალზე ვერ ითამაშებენ: მეკარე - ალექსანდ იოვანოვიჩი, მცველი - მატია ნასტასიჩი, ნახევარმცველები - ნემანია მაკსიმოვიჩი და მიატ გაჩინოვიჩი.
სერბეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კოსტა-რიკას (17 ივნისი), შვეიცარიას (22 ივნისი) და ბრაზილიას დაუპირისპირდება (27 ივნისი).