საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ერზერუმის მინი-ტურნირის გამარჯვებულია. გიორგი მიქაძის გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონობა არავის დაუთმო.
მასპინძელ თურქეთთან 4:1 გამარჯვების შემდეგ, დღეს, ქართველმა 18-წლამდელებმა 2:1 დაამარცხეს მაკედონია. გოლებიბექა დარცმელიამ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს. მეორე ადგილზე თურქები გავიდნენ, რომლებმაც ასევე 2:1 სძლიესმაკედონიელებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
მამარდაშვილი, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, დარცმელია, ფაცაცია, ივანიაძე, კვარაცხელია, ბაბუნაძე, გულიაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გელაშვილი, მესიაჩენკო, გოგია, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია.
gff.ge