ფეხბურთი

23:40 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" იაპონიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

იაპონიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ეიბარის" ყოფილი ფეხბურთელი ტაკასი ინუი კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. როგორც სევილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აზიელი ესპანურ გუნდში 2021 წლის ივლისამდე ითამაშებს. შემტევი "ბეტისს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ინუი "ეიბარში" "აინტრახტიდან" 2015 წელს გადავიდა. მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით 94 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119968