სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა. როგორც სერბეთის პირველმა პირმა განაცხადა, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვების შემთხვევაში 10 მილიონ ევრო მიიღებს. თუ ნაკრები მეორე ადგილზე გავა 5 მილიონ ევროს დაიმსახურებს, ხოლო ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში - 500,000 ევროს.
სერბეთის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს და პირველ შეხვედრას კოსტა რიკასთან 17 ივნისს გამართავს. ხუთი დღის შემდეგ ბალკანელები შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო 27 ივნისს - ბრაზილიას.