საქართველოს ნომერ პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ავსტრალიელი ჯონ მილმენი როლან გაროსის წყვილთა ტურნირის მეორე წრეში ნიკოლა მეკტიჩთან და ალექსანდერ პეიასთან 4:6, 2:6 დამარცხდნენ.
პირველ წრეში ქართველის და ავსტრალიელის წყვილმა წყვილთა თანრიგში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და გამომუშავებული 90 ქულით ბასილაშვილი წყვილთა რეიტინგში მინიმუმ 220-ე ადგილამდე დაწინაურდება. ერთეულთა ტურნირზე კი ნიკოლოზმა ჟილ სიმონთა პირველივე წრეში წააგო.