ძიუდო

17:55 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დატოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დატოვა და უერთდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ჯაბა პაპინაშვილი ავრცელებს, რომელსაც სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩვენ საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს!ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს!", - წერს პაპინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ოჯახში განხეთქილება უკვე თვეზე მეტია გრძელდება, გამოსავალი კი არ ჩანს...

0.148343