კალათბურთი

12:58 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მეფემ” იომა, თუცმა “მეომრებმა” მაინც მოიგეს 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. “გოლდენ სტეიტი” შინ “კლივლენდის” დაუპირისპირდა. მეორე პერიოდში “კლივლენდი” 11 ქულით იგებდა. შემდეგ კი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე “გოლდენ სტეიტი” 107:106 იგებდა, რა დროსაც ჯორჯ ჰილი საჯარიმო ხაზთან დადგა და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა და ოვერტაიმი დაინიშნა 107:107. დამატებით 5-წუთეულში “კავალიერსს” ძალა აღარ ეყო და საბოლოოდ “გოლდენ სტეიტმა” 124:114 იმარჯვა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 51 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ლებრონს მხარი მხოლოდ კევინ ლავმა აუბა 21 ქულა, 13 მოხსნა, რაც საბოლოოდ შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოკლენდელთა შორის 29 ქულით კარი გამოირჩა, დურანტი – 26 ქულა, ტომპსონი -24, გრინი – 13 ქულა, 11 მოხნსა და 9 პასი.

სამწუხაროდ ზაზა ფაჩულიას კვლავ არ უთამაშია. მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს 04:00 საათზე ჩატარდება.

0.17312