ფეხბურთი

21:07 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ მახარაძე: "ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია"

საქართველოს ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე აწ უკვე ყოფილ კლუბს, დონეცკის “ოლიმპიკს” დაემშვიდობა. 25 წლის კიპერი მიიჩნევს, რომ კლუბის დატოვებით ნაბიჯი წინ გადადგა.

“ყველაფერს თავისი დრო და დასასრული აქვს. მადლობელი ვარ “ოლიმპიკის”, სადაც გავიზარდე, მაგრამ მივიღე შეთავაზება და ვფიქრობ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს ყოფილ კლუბს, რადგან ეს არის ჩემი მეორე ოჯახი და ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას – ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ვისთანაც მქონდა პატივი, რომ ამ დროის განმავლობაში მეთამაშა. მადლობა პრეზიდენტს და აკადემიას, რომელმაც მომცა საშუალება, რომ ფეხბურთი მეთამაშა.

ჩემი კარიერის სამი დასამახსოვრებელი მომენტი? – ერთი ის, რომ პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, მეორე იქ თამაში. ხოლო მესამე ევროთასებზე დებიუტი”, - განაცხადა მახარაძემ.

შეგახსენებთ, ზაურ მახარაძე ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთადაა შეკრებაზე და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რაც შეეხება ახალ გუნდს, მახარაძე კარიერას ლუგანსკის “ზორიაში” გააგრძელებს.

0.156218