თამაშგარე

18:55 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაჯა ნაინგოლანის ცოლი ქმრის დაჩაგვრამ აღაშფოთა

ცოტა ხნის წინ, მთელი საფეხბურთო ევროპა გაოცდა იმის გამო, რომ ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა ერთ-ერთი ცნობილი და ბევრი ქომაგის აზრით წარმატებული ფეხბურთელი, ამჟამად იტალიურ “რომაში“ მობურთალი რაჯა ნაინგოლანი.

ეს შოკისმომგვრელი ამბავი ბელგიელ ქომაგებზე არანაკლებად მძიმედ გადაიტანა (თუკი ამას გადატანა ქვია) რაჯა ნაინგოლანის ცოლმა, კლაუდია ნაინგოლანიმ, რომელიც აცხადებს, რომ ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება უნამუსობაა, რაც ბელგიელთა მიერ ნაჩვენებ უარყოფით შედეგებზე აუცილებლად აისახება.

შეიძლება გახსოვთ, რომ ჩვენ ადრეც ვწერდით რაჯას მეუღლეზე, ტატუმრავალ კლაუდიაზე, რომელსაც ტანზე ტატუები ხოშკაკალასავით ეყარა და არც ეპატაჟურობა აკლდა. ასეთი ქალის გადამტერება კი ბელგიური ფეხბურთის ბოსებს ძვირად რომ დაუჯდებათ - ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.

0.128901