ინგლისური “ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსს, როგორც ჩანს, მოსვენება კარგა ხანს არ ექნება. გერმანელი კარის დარაჯი ამჯერად ცნობილმა ონლაინ მაღაზია Ebay-მ დატროლა.
საქმე ისაა, რომ ხსენებული კომპანიის ვებგვერდზე კარიუსის ხელთათმანები იყიდება, რომელიც ცხადია, ორიგინალი არ გახლავთ...
შეგახსენებთ, კარიუსმა “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქის გამარჯვებას ხელი დიდად შეუწყო.