ორი კვირაც და მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. მუნდიალის შესახებ ცნობებს ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით, მაგრამ ახლა 5 საინტერესო ფატზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი – 5 ფაქტი
21-ე ფინალური ეტაპი
ეს იქნება 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატი. პირველი 88 წლის წინ, 1930 წელს, ურუგვაიში ჩატარდა. მუნდიალს რუსეთი ისტორიაში პირველად მასპინძლობს, ხოლო პლანეტის პირველობა ევროპაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
2010 – სამხრეთ აფრიკა
წინა 20 ტურნირის მასპინძელი ჯგუფური ეტაპიდან ყოველთვის გადიოდა. ერთადერთი გამონაკლისი 2010 წელს მოხდა, როდესაც სამხრეთ აფრიკა ჯგუფში ოთხი ქულით ჩარჩა. რვა წლისწინანდელი ტურნირის მასპინძელი მექსიკას ბურთების ბალანსით ჩამორჩა.
25 – ლოთარ მათეუსი
გერმანელი ლოთარ მათეუსი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენია – 25 თამაში. მათეუსი 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მასვე ნათამაშები აქვს 5 ფინალურ ეტაპზე (1982, 1986, 1990, 1994, 1998). ასეთივე შედეგი აქვს მექსიკელ მეკარე ანტონიო კარბახალს (1950, 1954, 1958, 1962, 1966). იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონიც ხუთ მუნდიალზეა ნამყოფი, მაგრამ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი სათადარიგო კიპერის რანგში ჩაატარა (1998, 2002, 2006, 2010, 2014).
49 – ჰეთ-თრიქი
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 49 ჰეთ-თრიქი შესრულდა (ერთ მატჩში სამი ან მეტი გოლი ერთი ფეხბურთელის მხრიდან). პირველად ამის გაკეთება 1930 წელს ამერიკელმა ბერტ პატენუდემ, ხოლო ბოლოჯერ შვეიცარიელმა შერდან შაქირიმ (2014 წელს) მოახერხეს.
20 – უცხოელებისთვის მიუღწეველი ზღვარი
წინა 20 გათამაშება იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებსაც ადგილობრივი მწვრთნელები ედგათ სათავეში.