დიდი სლემის 16-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა როლან გაროსის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერი, იტალიელი სიმონე ბოლელი 6:4, 6:3, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივარი ნადალის იოლ გამარჯვებას ელოდა. თუმცა პირველ სეტში ესპანელს საკმაუდ გამოუჭირდა. მეორე პარტიაში კი ბოლელი 3:1-ს იგებდა. მესამე სეტში იტალიელი 3:0 დაწინაურდა, რაფამ სეტის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა მოახერხა, სადაც სიმონეს ოთხი სეტ-პოინტი ჰქონა, რომელიც ვერ გამოიყენა, საბოლოოდ კი ესპანელმა 11:9 იმარჯვა.
მომდევნო ეტაპზე მალიორკელი არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდება, მატჩი 30 მაისს გაიმართება.