ფეხბურთი

13:33 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვის შეზღუდვები ფეხბურთელებს: არა ქალებს, არა სოციალურ ქსელებს!

გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას აპირებს. "ბუნდესნაკრები" რუსეთში მართლაც ფავორიტის სტატუსით მიემგზავრება, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი მოედანზე უნდა გაირკვეს. ამასობაში კი იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელებს შეზღუდვები დაუწესა.

გერმანიის ნაკრების მოთამაშეებთან ერთად მუნდიალზე არ იქნებიან ოჯახის წევრები - მეუღლეები და შვილები. გარდა ამისა, "ბუნდესნაკრების" წევრებს ადგილობრივ მანდილოსნებთან ურთიერთობაც აეკრაძალათ.

ეს ყველაფერი არაა: ლიოვი ფეხბურთელებისგან სოციალური ქსელების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას ითხოვს. გერმანელ სპეციალისტს არ სურს, რომ ვინმე ისეთი სკანდალის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც ცოტა ხნის წინ, მესუთ იოზილსა და ილქაი გუნდოგანს გადახდათ თავს, როდესაც სოციალურ ქსელში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან გადაღებულ ფოტოებს სკანდალი მოჰყვა.

მოკლედ, მკაცრმა ლიოვმა წესები გაამკაცრა და შეგირდებს მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. ვნახოთ, რა შედეგს მოუტანს ყოველივე ეს, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონებს.

0.118913