თამაშგარე

14:57 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარგარეტი სიმონეს არ იხსენებს

იტალიელი მოდელი და მსახიობი, მარგარეტ მეიდი ამჟამად გათხოვილი ქალია და მიუხედავად მისი დიდი და მზარდი პოპულარობისა, მშვიდი, ბრუტალური ცხოვრებით ცხოვრობს. არადა დრო იყო, როდესაც მარგარეტი ბულვარული მედიის საყვარელი საკბილო იყო და თავადაც ნამეტნავად მოსწონდა ქარიშხლიანი ცხოვრება.

მარგარეტის წარსულის ერთი მცირე, მაგრამ ფერადი მონაკვეთი, იტალიელი ყოფილი ფეხბურთელთან და დღეს უკვე საკმაოდ ნიჭიერ მწვრთნელთან, სიმონე ინძაგისთან ტრფიალს უკავშირდება. სიმონესა და მერგარეტის რომანი მაშინ ბომბივით გასკდა და ყველა ამაზე საუბრობდა.

ამ ცოტა ხნის წინ, მარგარეტ მეიდისთან ინტერვიუზე მისულმა სხვათა ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის მოყვარულმა ჟურნალისტმა მოდელს სიმონესთან გატარებული დრო გაახსენა, რაზეც მარგარეტმა დაირცხვინა, უცოდველი ქალწულივით ააფახულა წამწამები და განაცხადა, რომ ის უკან, წარსულისაკენ არასოდეს იცქირება. მოკლედ, არ უნდა საუბარი და რა ვქნათ...

0.141664