ფეხბურთი

1:28 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" ხორვატი ტალანტი გაიფორმა

იტალიურმა “რომამ” ხორვატიის ნაკრების წევრობის კანდიდატი ანტე ჩორიჩი გაიფორმა. როგორც “მგლების” ვებგვერდი იტყობიმნება, 21 წლის იმედისმომცემ ბალკანელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა.

“თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაწილი გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რომ “რომას” ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ერთი სული მაქვს, მოედანზე გავიდე და ვითამაშო”, - განაცხადა ჩორიჩმა.

ანტე ჩორიჩი აქამდე ზაგრების “დინამოს” ღირსებას იცავდა და გასულ სეზონში 21 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კი დღემდე 4 თამაში აქვს ჩატარებული.

0.118981