ფეხბურთი

21:15 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი მუნდიალზე ითამაშებს

ესპანური პრესის ცნობით, “რეალის” მარჯვენა მცველი დანი კარვახალი, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოახერხებს.

26 წლის ფეხბურთელი შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. როგორც ირკვევა, დანის მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული და 2-3 კვირა გაუცდება. შესაბამისად, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში დარჩება და დიდი ალბათობით პირველივე თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ “ფურია როხა” პირველი ტურის მატჩს 15 ივნისს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

0.153596