ევროპის ძიუდოს კავშირი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ეპიზოდს გამოეხმაურა. ტვიტერის გვერდზე ძიუდოს კავშირმა დაწერა:
"ეს ილეთი ძიუდოში აკრძალულია, მაგრამ ფეხბურთში საკმარისად კარგია, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად".
შეგახსენებთ, "რეალისა" და "ლივერპულის" მატჩის პირველ ტაიმში სერხიო რამოსსა და სალაჰის კონტაქტის შედეგად ეგვიპტელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.