ფეხბურთი

19:55 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულის” ეგვიპტელმა შემტევმა მუჰამედ სალაჰმა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. რამდენიმე საათში კი გავრცელდა ცნობა, რომ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა. თუმცა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ეგვიპტელი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. წყაროს ცნობით, სალაჰმა ეგვიპტეში მშობლებთან დარეკა და განუცხადა, რომ ის მუნდიალზე ითამაშებდა.

ასევე ეგვიპტის სპორტის მინისტრმა ჰალედ აბდულ აზიზმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალაჰის ტრავმის მოშუშებას მხოლოდ ორი კვირა დაჭირდება.

0.125482