კალათბურთი

11:48 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერს მეშვიდე შეხვედრა გაარკვევს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიის მეექვსე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” “ჰიუსტონი” 115:86 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა ჰიუსტონში 29 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი მოულოდნელად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ “ჰიუსტონი” 17 ქულით იგებდა. “მეომრებმა” მხოლოდ მესამე პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს წინ გასვლა. მეოთხე პერიოდი კი 31:9 მოიგეს.

მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენს 32 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა. კარიმ 29 ქულა მიითვალა.

ბოლო სამ წუთში სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია პარკეტზე გამოუშვა, ზაზამ ამ მინიმალურ დროში მხოლოდ ორი მოხსნა მიითვალა.

0.11779