ფეხბურთი

14:54 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ზაურ მახარაძე ახალ გუნდში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ზაურ მახარაძე დამდეგ ზაფხულს კლუბს შეიცვლის და კარიერას “ზარიაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტპორტალ Football.ua-სთან საუბარში დონეცკის “ოლმპიკის” მთავარმა მწვრთნელმა რომან სანჟარმა გაავრცელა.

“ზაურმა ხელი მოაწერა წინასწარ ხელშეკრულებას “ზარიასთან” და ლუგანსკის გუნდში მიდის სათამაშოდ”, - აღშნიშნა სანჟარმა.

შეგახსენებთ, ზაურ მახარაძე “ოლიმპიკის” კარს 2010 წლიდან იცავდა და აწ დასრულებულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა. 25 წლის კიპერმა საქართველოს მოქალაქეობა ახლახან მიიღო, ვლადიმირ ვაისმა კი ეროვნულ ნაკრებში მალტასთან და ლუქსემბურგთან გასამართი სპარინგებისთვის მიიწვია.

რაც შეეხება “ზარიას” – ლუგანსკელთა ღირსებას ერთი ხანობა ჯაბა ლიპარტია იცავდა, რომელმაც ამ გუნდის რიგებში ევროპა ლიგაზეც ითამაშა. ამჟამად “ზარიას” მეკარე ანდრეი ლუნინია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პერსპექტიულია თავის პოზიციაზე. უკრაინული მედიის ცნობით, მახარაძე სწორედ მას შეცვლის, რადგან ზაფხულში დიდი ალბათობით, კარიერას ევროპაში, კერძოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.

0.114265