მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტელეკომპანია El Chiringuito-სთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ნეიმარის “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და კარიერის დასრულების თაობაზე.
“ეს უკვე რამდენჯერმე ვთქვი – კარიერას 41 წლის ასაკში დავასრულებ. ჩემი სხეული 23 წლის ადამიანის სხეულივითაა.
ნეიმარი “რეალში”? – მადრიდში რვა წელია ვთამაშობ. ამ დროის განმავლობაში 50 ფეხბურთელი მაინც დაგვიკავშირეს, მაგრამ არავინ მოსულა. საბოლოოდ, იგივე სახეები რჩებიან გუნდში, რადგან ყველა საუკეთესო უკვე აქ არის: ბეილი, ბენზემა, ასენსიო, ყველა აქაა.
“ლივერპული”? – ჩვენი მომავალი მთლიანად შაბათის მატჩზეა კონცენტირებული. უნდა გავიმარჯვოთ და ისტორიაში შევიდეთ. ეს ერთადერთია, რასაც ფასი აქვს”, - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, “რეალსა” და “ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდება.