ფეხბურთი

16:46 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონობა შეუძლია"

ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ალბიონელებს ჩემპიონობა შეუძლიათ. ამის შესახებ “ტოტენჰემის” ფორვარდმა Daily Mail-თან საუბარში განაცხადა.

“ვიცით, რომ ფავორიტებში არ ვართ, მაგრამ მიმდინარე სეზონს თუ შევხედავთ, არავინ ელოდა “ლივერპულის” ფინალში გასვლას. თუმცა, ამის გაკეთება მოახერხა. მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია, სხვა შედეგი ჩვენთვის არადამაკმაყოფილებელი იქნება”, - განაცხადა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისის, პანამისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.113541