კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფლილი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიი ჯეი ლიგაში გააგრძელებს. As-ის ინფორმაციით, 34 წლის ნახევარმცველმა უკვე მიაღწია შეთანხმებას “ვისელ კობესთან”.
მხარეებს შორის სამწლიანი ხელშეკრულება დამდეგ შაბათს უნდა გაფორმდეს. იქამდე, სანამ ინიესტა ესპანეთის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე წავა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტას აქამდე მხოლოდ “ბარსელონას” მაისურით უთამაშია. რაც შეეხება “ვისელ კობეს”, ამ გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი, ლუკას პოდოლსკი იცავს.