ლონდონის “არსენალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია – უნაი ემერი. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის ფინანსური მხარე, ხოლო ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ამრიგად, არსენ ვნეგერის 22-წლიანი ეპოქის შემდეგ “მეთოფეებს” 46 წლის ესპანელი უხელმძღვანელებს.
უნაი ემერი ბოლო ორი სეზონი ფრანგულ პსჟ-ში მუშაობდა, ხოლო იქამდე “სევილიას”, “სპარტაკს”, “ვალენსიას”, “ალმერიასა” და “ლორკას” ედგა სათავეში.